განხორციელებული პროექტები
Wednesday, 25 December 2013
Monday, 2 December 2013
განხორციელებული პროექტი
განხორციელებული პროექტი
პროექტის სახელწოდება:ვუსმენთ ინგლისურად
განსახორციელებელი ამოცანები:
|
1.მოსწავლეების შემოთავაზების განხილვა ყოველ გაკვეთილზე დასაწყისში მეტი დრო დავუთმოთ მოსასმენ სავარჯიშოებს-24.09.2012
2. 1,4,8,11,15,18,22,25,29, ოქტომბერი, 1,5,8,12,15;ნოემბერი მოსასმენი სავარჯიშოების შესრულება.
3.მოსწავლეთათვის ინტერნეტ გვერდების გაზიარება სადაც შეძლებენ მოუსმინოს ინგლისურად მოსაუბრეებს: www.BBC.com.
4.მოსწავლეებისთვის კონკურსის -VIDEO ZONE გაცნობა-25 ოქტომბერი.
|
პროექტის მსვლელობა:
|
24.09.2012 მოსწავლეებთან ერთად განვიხილე მოსმენის კომპეტენციის განვითარების აუცილებლობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობა, გადავწყვიტეთ ყოველ გაკვეთილზე გარკვეული დრო დავუთმოთ მოსასმენ სავარჯიშოებს.
ყოველ გაკვეთილზე ვასრულებთ მოსასმენ სავარჯიშოებს, დავიწყეთ მარტივი სიტყვებით.
11 ოქტომბერს გადავედით მარტივ ტექსტებზე.
15 ოქტომბერს მოსწავლეებმა შეძლეს სიმგერის მოსმენა გაგება, წარმატებიტ მივიწევთ წინ.
25 ოქტომბერს მოსწავლეებს გავაცანი ბრიტანეთის საბჭოს პროექტი VIDEO ZONE როემლიც იტვალისწინებს 15-16 წლის ასაკის მოსწავლეების შეჯიბრს ბრიტანეთის საბჭოს თინეიჯერების ვებ გვერდზე არსებულ ვიდეო ფილმებში კონკრეტული სწორი ინფორმაციის მოძიებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.კონკურსი მოითხოვდა მოსწავლეების ენის ცოდნის საშუალო- საშუალოზე მაღალ დონეს.პროექტის ხანგრძლივობა იყო 8 კვირა, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ფილმების შინაარსს და მეოძიებინათ სწორი ინფორმაცია კონკრეტულ დროში.ჩვენი და ამ პროექტის მიზნები ერთმანეთს დაემთხვა რომელიც მდგომარეობდა მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე მოსმენის ენობრივი კომპეტენციის განვითარებას და კონკრეტული ლექსიკური მარაგის და გრამატიკული ცოდნის გაღრმავებას.კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო იყო ინტერნეტის ქონა სახლში, ამიტომ ამ პროექტში მონაწილეობა მხოლოდ 5 მა მოსწავლემ შეძლო:
1.გვანცა ილურიძე
2.მანანა რაზმაძე
3.ნათია კოჭლაშვილი
4.ნიკოლოზ ელიოზაშვილი
5.ნოდარ ელიოზაშვილი
მზადება კონკურსისთვის:
მოსწავლეები დავარეგისტრირე ბრიტანეთის საბჭოს ვებ გვერდზე LearnEnglishTeens .გავაცანი შეჯიბრის წესები რომელიც მსგომარეობდა:ბრიტანეთის საბჭო გაუგზავნიდა მოსწავლეებს ინსტრუქციებს და შეკითხვებს 8კვირის განმავლობაში, მოსწავლეებს ევალებოდათეცქირათ მოცემული ვიდეო კლიპებისთვის და ზუსტად გაეცათ პასუხი დასმული შეკიტხვებისთვის განსაზღვრულ დროში.თითოეული შეკითხვა შეფასდებოდა კონკრეტული ქულით.
ფინალში ბრიტანეთის საბჭო გამოავლენდა 2 გამარჯვებულს რომლებსაც დააჯილდოებდა IPod Touch ხოლო მასწავლებლებს გამარჯვებული მოსწავლეებისა მაგრის მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტით.
კონკურსის მოსამზადებელი პერიოდი იყო 15-20 ნოემბერი, რომელიც დაემთხვა ჩვენი პროექტის აქტიური ფაზის პერიოდს.გაკვეთილზე აქტიურად ვასმენინებდი ტექსტებს, სახლსჰიც აქტიურად უსმენდნენ და ასრულებდნენ მიცემულ დავალებას.
შეჯიბრის პერიოდი იყო 20ნოემბერი-20იანვარი.
ჩვენ ვაგრძელებდიტ მოსასმენი სავარჯიშოების შესრულებას, შედეგი უმჯობესდებოდა.
20იანვარს დაიდო ბრიტანეთის საბჭოს facebook გვერდზე შედეგები სადაც ჩემი მოსჭავლეების ჭარმატება ასე გადანაწილდა:უმაგლესი 72 ქულიდან:
გვანცა ილურიძე 70 ქულით პირველ ადგილზე გავიდა
მანანა რაზმაძე 60 ქულა
ნათია კოჭლაშვილი 58
ნიკოლოზ ელიოზაშვილი27 ქულა
ნოდარ ელიოზასვილი 11ქულა.
15თებერვალს გაიმართა დაჯილდოვება გორის სახელმწიპო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.პირველი ადგილის მფლობელი გვანც ილურიძე ბრიტანეტის საბჭომ IPod Touch ით ხოლო მე როგორც მასწავლებელი მაგთის მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტით და სერტიფიკატებით დაგვაჯილდოვა. ჯილდო გადმოგვცა მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.
დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
|
ინტერნეტ მისამართები სადაც მოცემულია ფოტო მასალა კონკურსის ფინალისა მასალა
|
http://www.facebook.com/media/set/?set=a.422817777792404.95010.204390266301824&type( ბრიტანეთის საბჭოს facebook გვერდი)
http://www.facebook.com/photo.php?fbid=339855062786914&set=a.339854866120267.67972.100002872705124&type=1&theater (გორის მინუციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
|
გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები მიგვიწვიეს რადიო 102 სი დილის გადაცემა პიკის საათში http://radio1.ge/media-view/10581
| |
შეფასება:
|
მე ვხედავ ჩემი პროექტის და შრომის რეალურ შედეგს- მოსწავლეებს აღარ უჭირთ ინგლისურ ენაზე მოსასმენი სავარჯიშოების შესრულება, გარკვეული წარმატებიტ მივიგეთ მონაწილეობა კონკურსშიც.პროექტი დასრულდა, თუმცა მოსასმე სავარჯიშოებს ყოველტვის დავუთმობ საგაკვეთილო დროის გარკვეულ მონაკვეთს.
|
Subscribe to:
Posts (Atom)